შეფასების სქემა


"პითაგორას თეორემა''
მასწავლებელი ლალი გამეზარდაშვილი

კრიტერიუმები
1-4
5-7
8-10
ცოდნა და უნარები
თეორიულიცოდნა ზედაპირულად აითვისა, ვერ ახერხებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
თეორიული მასალა ძირითადად აითვისა და ხშირად ახერხებს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
თეორიული მასალა გააზრებულად აქვს ათვისებული და ყოველთვის ახერხებს მის პრაქტიკაში გამოყენებას
დისკუსია
არ გამოთქვამს ან უჭირს საკუთარი მოსაზრების, შეხედულების გამოთქმა, ვერ ფლობს ტერმინებს, ხანდახან არ უსმენს სხვას.
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, მაგრამ ვერ ფლობს ტერმინოლოგიას და უჭირს აზრის გასაგებად გადმოცემა, ახსნა, არგუმენტირება.
ფლობს ტერმინოლოგიას, გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას ლაკონურად ტერმინების სწორად გამოყენებით, ისმენს სხვის აზრს და მსჯელობს არგუმენტირებულად, ლოგიკურად.
ჯგუფში მუშაობა
ვერ ახერხებს ჯგუფში მუშაობას, ვერ უსაბუთებს სხვას საკუთარ გადაწყვეტილებას.
ცდილობს სჯგუფში სამუშაოს განაწილებას,ერთვება მუშაობაში,მაგრამ ვერ ახერხებს საკუთარი აზრის გადმოცემას
ყოველთვის კარგად არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში, იზიარებს სხვის მოსაზრებას და შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ეხმარება ჯგუფის წევრებს გაუგებარი საკითხების გარკვევაში და ყოველთვის განუმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველს

საბოლოო შეფასება:ქულათა ჯამი გაყოფილი 3-ზე

Комментариев нет:

Отправить комментарий